ხელფასები
დარიცხვა სამუშაო დღეების მიხედვით, ავანსი, დაკავებები, საშემოსავლო და საპენსიო. უწყისი მზადდება, მოწმდება და მტკიცდება — ყოველი ნაბიჯი ჩაწერილია.
თანამშრომლების აღრიცხვა, სამუშაო დროის ტაბელი, შვებულებები, ხელფასების დარიცხვა, დოკუმენტები და ავტოპარკი. ქართული შრომის კოდექსით, უფლებების გამიჯვნით და აუდიტის კვალით — ყოველი ცვლილება ჩაწერილია.
თითოეული მოდული ცალკე ჩანართია და ცალკე უფლებით იხსნება — ბუღალტერს ხელფასები უჩანს, ფილიალის მენეჯერს კი მხოლოდ თავისი გუნდი.
დარიცხვა სამუშაო დღეების მიხედვით, ავანსი, დაკავებები, საშემოსავლო და საპენსიო. უწყისი მზადდება, მოწმდება და მტკიცდება — ყოველი ნაბიჯი ჩაწერილია.
სამუშაო დროის აღრიცხვა დღეების ჭრილში: მოსვლა, არყოფნა, დასვენება და დღესასწაული. ქართული უქმეები კალენდარშია, აღდგომის ჩათვლით.
განაცხადი, დამტკიცება და ნაშთის ავტომატური დაგროვება. ერთი წესი წყვეტს, რომელი დღე ჩაითვლება ანაზღაურებადად — და იგივე წესი მუშაობს ხელფასშიც.
ხელშეკრულებები და ცნობები ნომრით. დოკუმენტის გაზიარება დროებითი ბმულით ხდება — ბმული ვადაში იწურება და მისი გახსნა ჟურნალში ჩანს.
მანქანები, საწვავი, მომსახურება და ხარჯი კილომეტრზე. ვინ რომელ ავტომობილს იყენებს და რა უჯდება კომპანიას თვეში.
სწავლების გეგმა, დასწრება და სერტიფიკატის ვადა. ვის რა უახლოვდება ვადას — სისტემა თვითონ შეგახსენებს.
ერთი სისტემა HR-ისთვის, ბუღალტრისა და ფილიალის მენეჯერისთვის — თითოეული თავის უფლებით.
სქრინები სამუშაო სივრციდანაა — არა ნახატი და არა მაკეტი.
შვებულების განაცხადი, ტაბელის დათვალიერება და ხელფასის ფურცელი — მობილურ აპლიკაციაში, იმავე ანგარიშით.
უფლება ორ კითხვას პასუხობს: რომელი მოდული გაქვს ხელმისაწვდომი და ვისი მწკრივები გიჩანს — ყველა, პროექტის, ფილიალის თუ მხოლოდ საკუთარი.
როლების მატრიცა
| მოდული | მფლობელი | HR | ბუღალტერი | ფილიალი |
|---|---|---|---|---|
| თანამშრომლები | ● | ● | ○ | ◐ |
| ტაბელი | ● | ● | ● | ◐ |
| ხელფასები | ● | ○ | ● | ○ |
| დოკუმენტები | ● | ● | ○ | ○ |
| ავტოპარკი | ● | ◐ | ● | ◐ |
ყოველი რიცხვი ტაბელიდან მოდის. თუ თანხა კითხვას ბადებს, უწყისიდან ერთი დაწკაპუნებით ჩანს, რომელი დღეები ჩაითვალა და რატომ.
1. ტაბელი
სამუშაო დღეები, არყოფნა და შვებულება. უქმეები კალენდრიდან ავტომატურად ჯდება.
2. დარიცხვა
ბაზისური ხელფასი, ბონუსი, ავანსი და დაკავებები. გადასახადები ავტომატურად ითვლება.
3. დამტკიცება
უწყისი მოწმდება და იბლოკება. დამტკიცების შემდეგ ცვლილება მხოლოდ კვალით შეიძლება.
გამოთვლა სერვერზე ხდება — არა ბრაუზერში და არა AI-ით. ერთი და იგივე ტაბელი ყოველთვის ერთსა და იმავე თანხას იძლევა, ვინც არ უნდა გახსნას და როდის.
დიახ. maindots.com-ზე შექმნილი ანგარიში აქაც მუშაობს — ხელახლა რეგისტრაცია არ სჭირდება, სესია საერთოა.
თქვენივე სამუშაო სივრცეში. თითოეული კომპანიის მონაცემი ცალკეა და სხვას არ უჩანს.
დიახ, მოძრავი აღდგომის ჩათვლით. უქმე დღე ტაბელშიც და ხელფასის დარიცხვაშიც ერთნაირად ითვლება.
თანამშრომლების სია Excel-იდან იტვირთება. ხელფასის ისტორიის გადმოტანაზე გუნდი დაგეხმარებათ.